ფილტრები

კატეგორიები

ტრენერები

ფილტრები

კატეგორიები

ტრენერები

სულ 155 ჩანაწერი

...
ზოგადი ინფორმაცია

ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი გთავაზობთ შემდეგი მიმართულების საგანმანათლებლო ტრენინგ სწავლებებს: პროფესიული ტრენინგები, იურიდიული ტრენინგები, სოციალური ტრენინგები, პენიტენციური მიმართულება.

  • პროფესიული ტრენინგები

პროფესიული ტრენინგების მიმართულების მიზანია სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთათვის მაღალი ხარისხის, პრაქტიკულ და მოთხოვნად უნარებზე დაფუძნებული ტრენინგ პროგრამების მიწოდება. პროფესიული ტრენინგების ფარგლებში შესაძლებელია როგორც ტექნიკური, ისე ადმინისტრაციულ-საოფისე მიმართულებების კურსების გავლა. მომხმარებლის მიზნებსა და პროფილის სპეციფიკიდან გამომდინარე. შესაძლებელია ინდივიდუალური მოდულების გაერთიანება და პროფესიული ზრდის ხელშეწყობისთვის ოპტიმალურად მორგებული პროგრამების შექმნა.

 

  • იურიდიული ტრენინგები

იურიდიული ტრენინგების მიმართულებით შესაძლებელია როგორც საბაზისო, ისე პროფესიული განვითარების კურსების გავლა, რომლებიც გათვლილია სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის. დამატებით, მომხმარებლის სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლებელია სხვადასხვა სამართლებრივი თემატიკის მოდულების გაერთიანება და ინდივიდუალურად მორგებული ტრენინგ პაკეტების ფორმირება.

 

  • სოციალური ტრენინგები

სოციალური ტრენინგების მიმართულების მიზანია მომხმარებლის საჭიროებაზე მაქსიმალურად მორგებული ტრენინგ პროგრამებით, თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით. სოციალური ტრენინგების მიმართულებით შესაძლებელია როგორც პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების, ისე სპეციალური კურსების გავლა. გარდა ამისა, შესაძლებელია მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე რამდენიმე მოდულის გაერთიანება და სპეციალური კომპლექსური პროგრამების შეთავაზება.

 

  • პენიტენციური მიმართულება

პენიტენციური ტრენინგების  დეპარტამენტი ემსახურება მხოლოდ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების პროფესიულ გადამზადებას.

ხელმისაწვდომობის მენიუ