ᲡᲔᲠᲢᲘᲤᲘᲪᲘᲠᲔᲑᲐ
ᲢᲔᲡᲢᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ
სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტესტირების მომსახურება დანერგილია ცალკე მომსახურების სახით. პროცესი მოიცავს მოქნილ ტესტირების მომსახურებას, რომელიც პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტურ შეფასების პროცესს. ჩვენი ცენტრი უზრუნველყოფს ტესტირების სრულ ადმინისტრირებას დამკვეთის საჭიროებების შესაბამისად, როგორც ჩვენი განახლებადი ტესტების ბანკის გამოყენებით, ასევე დამკვეთის მოთხოვნით შექმნილი ან/და დამკვეთის მიერ მოწოდებული ტესტებით.
- მომსახურების აღწერა
ჩვენი ტესტირების მომსახურება მოიცავს სრულ ადმინისტრირებას, დაწყებული ტესტირების მომზადებით და დამთავრებული შედეგების მიწოდებით.
მომსახურების ეტაპები:
ü ტესტირების ტიპის, სტრატეგიის, განრიგის და რესურსების განსაზღვრა დამკვეთის მოთხოვნის გათვალისწინებით;
ü საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების წინასწარი შეხვედრების და ინფორმაციის მიღების ორგანიზება;
ü ტესტირების თარიღის და მონაწილეთა სიების შეთანხმება;
ü ტესტის შეყვანა ელექტრონულ პროგრამაში და საგამოცდო სივრცის, პროგრამული გამართულობის შემოწმება;
ü შედეგების დამუშავება და დამკვეთთან შეთანხმებული ფორმით მიწოდება.
2. ტესტირების ტიპები
ტესტირება შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატით, როგორც კომპიუტერული ასევე, ფურცელზეც ან/და კომბინირებული ტესტი, რომელიც მოიცავს ორივე ნაწილს.
3. უსაფრთხოება და უპირატესობები
ტესტირება შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, ასევე შესაბამისი ინფრასრტუქტურის დაქირავებით.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტესტირების უპირატესობებია: ა) მომსახურების ნებისმიერ დროსა და ადგილას მიწოდების შესაძლებლობა; ბ) ერთდროულად სხვადასხვა ტესტის ჩატარების უზრუნველყოფა; გ) შედეგების ნახვა ტესტის დასრულებისთანავე, რაც უფრო კომფორტულსა და მოქნილს ხდის ტესტირების პროცესს; დ) ტესტის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მაქსიმალური უზრუნველყოფა; ე) ტესტირების მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოება; ვ) აპლიკანტთა შედეგების ელექტორნული მართვის შესაძლებლობა.
4. ტესტირების პროგრამის უპირატესობები
ჩვენი ტესტირების პროგრამა არის მოქნილი, რაც ტესტირების პროცესს მეტად კომფორტულს ხდის. ტესტირების პროგრამა ავტომატურად ახორციელებს შედეგების აღრიცხვას და საშუალებას აძლევს დამკვეთს სწრაფად მიიღოს სრულყოფილი ანგარიში.
პროგრამა საშუალებას იძლევა მონაწილეებმა თავისუფლად შეასრულონ ტესტი, გამოცდის მიმდინარეობისას დაუბრუნდნენ განვლილ დავალებებს და საჭიროების შემთხვევაში შეცვალონ მათ მიერ დაფიქსირებული პასუხები.
5. აპლიკანტის უფლებები და ვალდებულებები
ტესტირების პროცესის დაწყებამდე თითოეული აპლიკანტი იღებს ინფორმაციას საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. გამოცდის დაწყებამდე პროცესის კოორდინატორი მონაწილეებს აწვდის პროგრამაში მუშაობის სრულ ინსტრუქტაჟს.
6. საპრეტენზიო პროცედურები
ტესტირების პროცესი მოიცავს აგრეთვე აპლიკანტთა მხრიდან მათი ნაშრომების გაცნობის შესაძლებლობას და საპრეტენზიო განცხადებების მიღებას. რომელზე პასუხსაც ამზადებს ცენტრის შესაბამისი მუდმივმოქმედი საპრეტენზიო კომისია. ცენტრი უზრუნველყოფს კომისიის მხრიდან მიღებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვას, გადაწყვეტილების მიღებას და მიღებული გადაწყვეტილების აპლიკანტისთვის ცნობებას, დათქმულ ვადებში და შესაბამისი უზრუნველყოფით.
7. ტესტირების გარემო და რესურსები
ტესტირების პროცესისთვის ხდება აუდიტორიების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფა. სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს მონაწილეებმა მაქსიმალურად კომფორტულ და შესაფერისად აღჭურვილ სივრცეში შეასრულონ ტესტი.
ᲣᲫᲠᲐᲕᲘ ᲥᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲐᲛᲖᲝᲛᲕᲔᲚᲗᲐ ᲡᲐᲡᲔᲠᲢᲘᲤᲘᲙᲐᲢᲝ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ
ᲢᲔᲡᲢᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ
სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტესტირების მომსახურება დანერგილია ცალკე მომსახურების სახით. პროცესი მოიცავს მოქნილ ტესტირების მომსახურებას, რომელიც პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტურ შეფასების პროცესს. ჩვენი ცენტრი უზრუნველყოფს ტესტირების სრულ ადმინისტრირებას დამკვეთის საჭიროებების შესაბამისად, როგორც ჩვენი განახლებადი ტესტების ბანკის გამოყენებით, ასევე დამკვეთის მოთხოვნით შექმნილი ან/და დამკვეთის მიერ მოწოდებული ტესტებით.
1. მომსახურების აღწერა