ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ
იუსტიციის სასწავლო ცენტრის შემადგენლობაში, თბილისთან ერთად, შედის ტერიტორიული ერთეულები: ყვარლის სასწავლო ცენტრი და სააკაძის სასწავლო ბაზა. თითოეული ლოკაცია თავისი ფუნქციებისა და სპეციფიკური მახასიათებლების მიხედვით არის დატვირთული სხვადასხვა მიმართულების საჭირო ტრენინგების ჩატარებაზე. იუსტიციის სასწავლო ცენტრის თბილისის, ყვარლისა და სააკაძის ბაზების ერთობლიობა ქმნის მრავალფუნქციურ, თანამედროვე და პროფესიული განვითარების მაღალ სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო ეკოსისტემას, სადაც მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა სრულყოფილად დაეუფლონ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას.
