ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲔᲑᲘ

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი

ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲘᲛᲘᲢᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘ

2021 წლის 13-14 მაისს და 2022 წლის 10-11 მაისს გაიმართა ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობით. კურსის ფარგლებში შემუშავდა შვიდი სატრენინგო მოდული და შეიქმნა სატესტო-საგამოცდო ბაზა.

გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე

ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲛᲐᲠᲒᲘᲐᲜᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲘᲛᲘᲢᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲗ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ (ᲢᲠᲔᲤᲘᲙᲘᲜᲒᲘᲡ) ᲗᲔᲛᲐᲖᲔ

2021 წლის 28-30 ივლისსა და 2022 წლის 30 ივლისი-1 აგვისტოს სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD), ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“. 

 

პროექტი მიზნად ისახავდა, თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავება/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე იმიტირებულ სასამართლო პროცესი

ᲝᲯᲐᲮᲨᲘ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲥᲐᲚᲗᲐ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲖᲔ ᲘᲛᲘᲢᲘᲠᲔᲑᲣᲚ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘ

2021 წლის 4-5 დეკემბერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიისა და 2021 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გაიმართა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე იმიტირებული სასამართლო პროცესი.

ესეების კონკურსი თემაზე „სტამბოლის კონვენცია - საუკეთესო სტანდარტი თუ იდეოლოგია - საქართველოს მაგალითი“

ᲔᲡᲔᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ ᲗᲔᲛᲐᲖᲔ „ᲡᲢᲐᲛᲑᲝᲚᲘᲡ ᲙᲝᲜᲕᲔᲜᲪᲘᲐ - ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲘ ᲗᲣ ᲘᲓᲔᲝᲚᲝᲒᲘᲐ - ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ“

2021 წლის 25 ნოემბერიდან 10 დეკემბრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, ესეების კონკურსი ჩაატარა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ სტუდენტების ცოდნის გაღრმავებასა და ცნობიერების ამაღლებას.

ხელმისაწვდომობის მენიუ