ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ
· სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის თბილისის ოფისი მდებარეობს ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის 1-ელ ნომერში.
· სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის სასწავლო ცენტრი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, ქ. ყვარელში, ილიას გორაზე.
· სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის თემის სოფელ სააკაძეში.
- · განცხადებით შეგიძლიათ მომართოთ სასწავლო ცენტრის დირექტორს ქ-ნ გვანცა ვარამაშვილს. განცხადება დაეწერება შესაბამის დეპარტამენტს.
- · სერტიფიკატის ხელმეორედ გაცემა არ არის გათვალისწინებული. სასწავლო ცენტრში წერილობით მომართვის საფუძველზე, შესაძლებელია, ოფიციალური ცნობის მიღება ტრენინგის გავლის შესახებ (მითითებული იქნება გაცემული სერტიფიკატის ნომერი, ტრენინგის სახელწოდება, ჩატარების თარიღი და საათების რაოდენობა).
- · სასწავლო ცენტრში სასწავლო პროგრამები, როგორც წესი, ხორციელდება ქართულ ენაზე. ამასთან სასწავლო ცენტრს აქვს სასწავლო პროგრამების ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარების გამოცდილება და შესაძლებლობა.
- · სწავლების, სემინარის, კონფერენციის და სხვა სასწავლო პროგრამების/პროექტების დასრულების შემდეგ სასწავლო ცენტრი უფლებამოსილია გასცეს სერტიფიკატები. როგორც წესი, სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელია სასწავლო პროგრამაზე დასწრების 75% ან/და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ ტესტირების მაქსიმალური ქულის არანაკლებ 75%-ის დაგროვება.
- · სასწავლო ცენტრი სერთიფიკატს გასცემს ქართულ ენაზე. პროგრამის ან/და პროექტის მიზნებისთვის სასწავლო ცენტრში მოქმედი სამართლებრივი აქტებით ნებადართულია სერტიფიკატის გაცემა ინგლისურ ენაზეც.
- · სერტიფიკატი გაიცემა პირის მაიდენტიფიცირებელი მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე იმ პირზე, ვის სახელზეცაა იგი შევსებული. დასაშვებია სერტიფიკატის სხვა პირზე გაცემა, თუ პირს გააჩნია იმ პირის დადასტურებული თანხმობა, რომლის სახელზეცაა შევსებული სერტიფიკატი.
- · ტრენინგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სასწავლო კურსის მიზნებსა და კურსის გავლის შედეგად მისაღწევ შედეგებზე. სტანდარტულად ტრენინგის ხანგრძლივობა 7 საათიდან 21 საათამდეა. ამასთან სასწავლო ცენტრში მოქმედებს სხვა ხანგრძლივობის სასწავლო კურსები (28, 35, 105 საკონტაქტო საათიანი).
- · კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგის ჩატარება შესაძლებელია, თუ ეს წინააღმდეგობაში არ მოდის ტრენინგის მეთოდოლოგიასთან, შესაბამისობაშია სასწავლო ცენტრის სასწავლო პროცესების მართვის სახელმძღვანელოსთან, ასევე სხვა მოქმედ სტანდარტებთან.
- · ტრენინგის ჩატარება დამკვეთის ტერიტორიაზე შესაძლებელია, თუ დამკვეთის ტერიტორიაზე არსებული გარემო შეესაბამება კონკრეტული ტრენინგის საჭიროებებს და სასწავლო ცენტრის ტრენინგის ორგანიზების სტანდარტს.
- · ტრენინგის ფასი დამოკიდებულია ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა ჩასატარებელი ტრენინგის მომზადებისთვის საჭირო რესურსი, ტრენინგის საკონტაქტო საათების ოდენობა, სატრენინგო დღეების რაოდენობა, კვების ტიპი, ტრენინგზე დამსწრე მონაწილეთა რაოდენობა, აუდიტორიის ტიპი, ტრენინგის ჩატარების ადგილი, ტრანსპორტის და ტრანსპორტირების საჭიროება, სასტუმრო ხარჯის საჭიროება და სხვა ფაქტორები.
- · სატრენინგო მომსახურების დაკვეთა შესაძლებელია არა მხოლოდ ორგანიზაციების მიერ, არამედ დაინტერესებული ფიზიკური პირების მიერ. დაინტერესებულმა პირმა ტრენინგის გავლის სურვილი უნდა დააფიქსიროს სასწავლო ცენტრში. დაინტერესებულ პირთა გარკვეული რაოდენობის შეგროვების შემდგომ, მათთვის იგეგმება შესაბამისი ტრენინგი.
- · უფასო სამართლებრივი ტრენინგები ტარდება წლის განმავლობაში არანაკლებ ორ ნაკადად 10 სხვადასხვა თემაზე.
