ადამიანის უფლებათა სამართალი (ზოგადი კურსი)

ადამიანის უფლებათა სამართალი (ზოგადი კურსი)

ტრენინგის აღწერა: ადამიანის უფლებათა სამართლის ზოგადი კურსის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. კურსი ყურადღებას ამახვილებს ზოგიერთ ძირითად უფლებაზე და მიმოიხილავს როგორც ადამიანის კონკრეტულ უფლებებს, ისე ამ უფლებების დაცვის საშუალებებსა და ინსტიტუტებს. კურსი მოიცავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებს.

ტრენინგის თემები

·         ძირითადი უფლებების წარმოშობა; ძირითადი უფლებების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია საქართველოში;

·         ძირითადი უფლებების წყაროები;

·         ძირითადი უფლებების სუბიექტები;

·         ძირითადი უფლებების სტრუქტურა;

·         ძირითადი უფლებების შეზღუდვის ლეგიტიმაცია და ფარგლები;

·         ღირსების ხელშეუვალობა - უფლებით დაცული სფერო, შეზღუდვის შესაძლებლობა, სასამართლო პრაქტიკა (უფლების შინაარსის განხილვის ეს სტრუქტურა განმეორდება ყოველი მომდევნო ძირითადი უფლების განხილვის დროს);

·         სიცოცხლის და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება;

·         პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;

·         საკუთრების უფლება;

·         თავისუფალი განვითარების უფლება;

·         რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება;

·         გამოხატვის თავისუფლება;

·         შემოქმედების თავისუფლება;

·         გაერთიანების თავისუფლება;

·         შეკრების თავისუფლება;

·         საარჩევნო უფლება;

·         საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება;

·         შრომის უფლება;

·         განათლების უფლება;

·         ჯანმრთელობის დაცვის უფლება;

·         გარემოს დაცვის უფლება;

·         დედათა და ბავშვთა უფლებები;

·         ძირითადი უფლებების დაცვის გარანტიები:

o   თანასწორობის ძირითადი უფლება;

o   სამართლიანი სასამართლოს უფლება;

o   ძირითადი უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმები;

o   ძირითადი უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმები.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა

2 დღე (16 საათი)/აუდიტორია.

შენიშვნა: სამიზნე აუდიტორიის ინტერესების შესაბამისად, შესაძლებელია თემატიკის, დროისა და ფორმატის მოდიფიცირება.

დეტალები

ხანგრძლივობა

16

ტესტები

არა

სერტიფიკატი

დიახ

კატეგორია

იურიდიული

ხელმისაწვდომობის მენიუ