პირველადი სამედიცინო დახმარება

პირველადი სამედიცინო დახმარება

ტრენინგის აღწერა: პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგის მიზანია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ (ზრდასრულებში) მონაწილეებისთვის თეორიული ინფორმაციის გადაცემა და ინტენსიურ პრაქტიკულ მეცადინეობების ჩატარება  სიმულატორის გამოყენებით.

ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ:

·         პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელებას და გადაუდებელი დახმარების ჩატარებას;

·         სისხლდენების შეფასებას და მართვას;

·         პირველად დახმარებას ინსულტის დროს;

·         პირველად დახმარებას ჰიპოგლიკემიური კომის დროს.

 ტრენინგის თემები

·         პირველადი გადაუდებელი დახმარების მნიშვნელობა;

·         პირადი უსაფრთხოების ღონისძიებები - ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, ინფიცირების რისკი და პრევენცია;

·         გულ-ფილტვის რეანიმაცია (სასუნთქი და გულ–სისხლძარღვთა სისტემები; პირველადი სამედიცინო დახმარების ალგორითმი; მეორადი დაზიანების პრევენცია; უსაფრთხო პოზიცია, სასიცოცხლო მნიშვნელობის მანევრები: დაზარალებულის ცნობიერების შეფასება, გულის გაჩერების ამოცნობა, გულის არაპირდაპირი მასაჟი, სასუნთქი გზების გახსნა, ხელოვნური სუნთქვა (ვენტილაცია), სრული გფრ);

·         სისხლდენების შეფასება და მართვა;

·         სასუნთქი გზების უცხო სხეულით ობსტრუქციის დროს პირველადი სამედიცინო დახმარება;

·         პირველადი დახმარება გულის წასვლის და გულის შეტევის დროს;

·         პირველადი დახმარება ინსულტის დროს;

·         პირველადი დახმარება ჰიპოგლიკემიური კომის დროს;

·         პირველადი დახმარება ეპილეფსიური კრუნჩხვის დროს;

·         პირველადი დახმარება ელექტროტრავმის დროს.

 ტრენინგის ხანგრძლივობა

1 დღე (8 სთ).

დეტალები

ხანგრძლივობა

8

ტესტები

არა

სერტიფიკატი

დიახ

კატეგორია

პროფესიული

ხელმისაწვდომობის მენიუ