დროის მართვა
ტრენინგის აღწერა: ტრენინგის მიზანს წარმოადგენს დროის მართვის ტექნიკების გაცნობა და საბაზისო უნარების გავარჯიშება. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ, განსაზღვრონ დროის მართვის მნიშვნელობა, გამოკვეთონ მიზნები/პრიორიტეტები და გამოიყენონ დროის მართვის ტექნიკები, რაც გაზრდის მათ ეფექტიანობას. ტრენინგის მიზნების მისაღწევად გამოიყენება დროის მართვასთან დაკავშირებული თანამედროვე მიდგომები, თეორიული საკითხები და პრაქტიკული აქტივობები.
ტრენინგის თემები
· დროის მართვის ძირითადი პრინციპები და მეთოდები;
· მიზნების დასახვის მნიშვნელობა დროის მართვის პროცესში;
· დროის მართვის შემაფერხებელი ფაქტორები;
· დელეგირება და თვითმენეჯმენტი;
· დაგეგმვის მნიშვნელობა და მასშტაბები;
· ამოცანების დასმა, სამუშაოს შესრულების კონტროლი;
· დროის მართვის უნარების გაუმჯობესების გეგმის შედგენა.
ტრენინგის ხანგრძლივობა
სტანდარტულად - 2 დღე (14 სთ.).
შენიშვნა: ხშირ შემთხვევაში სატრენინგო დრო მორგებულია დამკვეთის მოთხოვნასა და ჯგუფის საჭიროებებს.
ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება
ტრენინგის აღწერა - ტრენინგის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურებისთვის აუცილებელი ცოდნის მიღება, მომსახურების სტანდარტებისა და ძირითადი პრინციპების გაცნობა. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ განსაზღვრონ ეფექტიანი კომუნიკაციის ხელისშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები და გამოიყენონ ინტერპერსონალური ურთიერთობების წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო მიდგომები/ტექნიკები. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ მასალას კომუნიკაციისა და მომსახურების ძირითადი თემების შესახებ, ისე პრაქტიკულ აქტივობებს და როლურ თამაშებს, რაც ხელს უწყობს ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომსახურებისთვის საჭირო უნარების განვითარებას.
ტრენინგის თემები
· ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობა პროფესიულ საქმიანობაში;
· ბარიერები კომუნიკაციის პროცესში;
· სუბიექტური აღქმა და მისი გავლენა მომსახურების პროცესზე;
· საუბრის მართვის ძირითადი ტექნიკები;
· მომსახურების ძირითადი პრინციპები და სტანდარტები;
· რთულ/უკმაყოფილო მომხმარებელთა მომსახურების სპეციფიკა;
· შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სპეციფიკა.
ტრენინგის ხანგრძლივობა
4 დღე (28 საათი) - ტრენინგის ბოლოს გათვალისწინებულია ტესტირება.
2 დღე (14 საათი) - ტარდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის გარეშე. ტესტირება გათვალისწინებული არ არის.
შენიშვნა: ხშირ შემთხვევაში სატრენინგო დრო მორგებულია დამკვეთის მოთხოვნასა და ჯგუფის საჭიროებებს.
დეტალები
ხანგრძლივობა
-
ტესტები
დიახ
სერტიფიკატი
დიახ
კატეგორია
სოციალური
