საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ზოგადი კურსი)
საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ზოგადი კურსი)
ტრენინგის აღწერა: მიმდინარე კურსი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის ზოგად მიმოხილვას. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები დარწმუნდებიან, რომ კონსტიტუცია განასახიერებს ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებიც მართავენ სახელმწიფოს; კონსტიტუცია არის გარანტია, რომ დაცული იქნება ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები; კონსტიტუცია ასახავს წესებს სახელმწიფო ინსტიტუტების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების შესახებ. ამ პროცესში ქმნის იმგვარ კონსტრუქციას, რომელიც ხაზს უსვამს იდეას, რომ ხელისუფლების ძალაუფლება უნდა იყოს შეზღუდული; კონსტიტუცია ითვალისწინებს მასში ცვლილებების შეტანის მექანიზმებს ცვალებად გარემოებებთან ან საზოგადოების საჭიროებებთან ადაპტაციისთვის.
ტრენინგის თემები
· პრეამბულის იდეა და ზოგადი პრინციპები;
· ადამიანის ძირითადი უფლებები;
· საქართველოს პარლამენტი;
· საქართველოს პრეზიდენტი;
· საქართველოს მთავრობა;
· სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა;
· სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი;
· სახელმწიფო თავდაცვა და უსაფრთხოება;
· ადგილობრივი თვითმმართველობა;
· კონსტიტუციის გადასინჯვა;
· გარდამავალი დებულებების იდეა.
ტრენინგის ხანგრძლივობა
2 დღე (16 საათი)/აუდიტორია.
შენიშვნა: შესაძლებელია თემატიკის, დროისა და ფორმატის მოდიფიცირება სამიზნე აუდიტორიის ინტერესების შესაბამისად.
დეტალები
ხანგრძლივობა
16
ტესტები
არა
სერტიფიკატი
დიახ
კატეგორია
იურიდიული
