საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ახლად დანიშნული მოსამსახურეების საორიენტაციო პროგრამა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ახლად დანიშნული მოსამსახურეების საორიენტაციო პროგრამა

პროგრამის აღწერა: ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ:  იმოქმედონ სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან მოსამსახურის ეთიკის ნორმები; აღწერონ სამინისტროს სისტემის, მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენცია და უფლება-მოვალეობები; პერსონალური მონაცემების დამუშავებისას იმოქმედონ კანონმდებლობის ფარგლებში; იმუშაონ კომპიუტერულ ტექნიკასთან. ტრენინგის ძირითადი ფორმატი მოიცავს ლექციებს, თუმცა მისი ზოგიერთი კომპონენტი მოითხოვს მონაწილეთა ინტერაქციას.

აღნიშნული ტრენინგის აუცილებელი წინაპირობაა, მონაწილე დასაქმებული იყოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში.

ტრენინგის თემები:

 

Ø  იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფერო და უფლებამოსილებები;

Ø  პერსონალურ მონაცემთა დაცვა;

Ø  „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი საკითხები;

Ø  საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები;

Ø  დოკუმენტების ელექტრონული სისტემა (დესი).

 ტრენინგის ხანგრძლივობა:

2 დღე (14 სთ).

დეტალები

ხანგრძლივობა

14

ტესტები

არა

სერტიფიკატი

დიახ

კატეგორია

პროფესიული

კახაბერ  გოშაძე

კახაბერ გოშაძე

გრიგოლ  წაქაძე

გრიგოლ წაქაძე

ხელმისაწვდომობის მენიუ