საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული მოქმედი მოსამსახურეების საორიენტაციო პროგრამა
ტრენინგის აღწერა: ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ: გაიღრმაონ ცოდნა სამინისტროს სისტემისა და მასში შემავალი დაწესებულებების შესახებ; პერსონალური მონაცემების დამუშავებისას იმოქმედონ კანონმდებლობის ფარგლებში; შეისწავლონ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი საკითხები; გაეცნონ საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს; დაეუფლონ პროფესიულ წერას, საქმიანი კომუნიკაციის სტანდარტებსა და ინკლუზიურობის საფუძვლებს საჯარო სამსახურში.
ტრენინგის ძირითადი ფორმატი არის როგორც სალექციო, ისე ინტერაქციული.
ტრენინგის აუცილებელი წინაპირობაა, მონაწილე დასაქმებული იყოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და გასული ჰქონდეს გამოსაცდელი ვადა.
ტრენინგის თემები
- სამინისტროს მმართველობის სფერო და უფლებამოსილებები;
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი საკითხები;
- საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები;
- პროფესიული წერა და საქმიანი კომუნიკაცია;
- ინკლუზიურობა საჯარო სამსახურში.
ტრენინგის ხანგრძლივობა
2 დღე (18 სთ).
დეტალები
ხანგრძლივობა
18
ტესტები
არა
სერტიფიკატი
დიახ
კატეგორია
პროფესიული
კახაბერ გოშაძე
დავით ასანიძე
გრიგოლ წაქაძე
