საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ახლად დანიშნული მოსამსახურეების საორიენტაციო პროგრამა
პროგრამის აღწერა: ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ: იმოქმედონ სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან მოსამსახურის ეთიკის ნორმები; აღწერონ სამინისტროს სისტემის, მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენცია და უფლება-მოვალეობები; პერსონალური მონაცემების დამუშავებისას იმოქმედონ კანონმდებლობის ფარგლებში; იმუშაონ კომპიუტერულ ტექნიკასთან. ტრენინგის ძირითადი ფორმატი მოიცავს ლექციებს, თუმცა მისი ზოგიერთი კომპონენტი მოითხოვს მონაწილეთა ინტერაქციას.
აღნიშნული ტრენინგის აუცილებელი წინაპირობაა, მონაწილე დასაქმებული იყოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში.
ტრენინგის თემები:
Ø იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფერო და უფლებამოსილებები;
Ø პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
Ø „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი საკითხები;
Ø საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები;
Ø დოკუმენტების ელექტრონული სისტემა (დესი).
ტრენინგის ხანგრძლივობა:
2 დღე (14 სთ).
