პირველადი სამედიცინო დახმარება
ტრენინგის აღწერა: პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგის მიზანია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ (ზრდასრულებში) მონაწილეებისთვის თეორიული ინფორმაციის გადაცემა და ინტენსიური პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება სიმულატორის გამოყენებით.
ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ:
· პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელებას და გადაუდებელი დახმარების ჩატარებას;
· სისხლდენების შეფასებას და მართვას;
· პირველად დახმარებას ინსულტის დროს;
· პირველად დახმარებას ჰიპოგლიკემიური კომის დროს.
ტრენინგის თემები
· პირველადი გადაუდებელი დახმარების მნიშვნელობა;
· პირადი უსაფრთხოების ღონისძიებები - ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, ინფიცირების რისკი და პრევენცია;
· გულ-ფილტვის რეანიმაცია (სასუნთქი და გულ–სისხლძარღვთა სისტემები; პირველადი სამედიცინო დახმარების ალგორითმი; მეორადი დაზიანების პრევენცია; უსაფრთხო პოზიცია, სასიცოცხლო მნიშვნელობის მანევრები: დაზარალებულის ცნობიერების შეფასება, გულის გაჩერების ამოცნობა, გულის არაპირდაპირი მასაჟი, სასუნთქი გზების გახსნა, ხელოვნური სუნთქვა (ვენტილაცია), სრული გფრ);
· სისხლდენების შეფასება და მართვა;
· სასუნთქი გზების უცხო სხეულით ობსტრუქციის დროს პირველადი სამედიცინო დახმარება;
· პირველადი დახმარება გულის წასვლის და გულის შეტევის დროს;
· პირველადი დახმარება ინსულტის დროს;
· პირველადი დახმარება ჰიპოგლიკემიური კომის დროს;
· პირველადი დახმარება ეპილეფსიური კრუნჩხვის დროს;
· პირველადი დახმარება ელექტროტრავმის დროს.
ტრენინგის ხანგრძლივობა
1 დღე (8 სთ).
დეტალები
ხანგრძლივობა
8
ტესტები
არა
სერტიფიკატი
დიახ
კატეგორია
პროფესიული
