მაია ვადაჭკორია

მაია  ვადაჭკორია

მაია ვადაჭკორია

მაია ვადაჭკორია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულია 2005 წლიდან. 2021  წლიდან დღემდე არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის შეზღუდვებისა და უფლებების რეგისტრაციის სამსახურის უფროსი.  აღნიშნული სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას შეადგენს მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებების რეგისტრაცია, რომელსაც,  ასევე ახორციელებენ საჯარო რეესტრის ავტორიზებული პირებიც. მაია ვადაჭკორია მონიტორინგს უწევს საჯარო რეესტრის ავტორიზებული პირების მიერ გირავნობის/ლიზინგის/ფინანსური გირავნობის განცხადებების მიღებას და რეგისტრაციების წარმოებას. რეგისტრაციებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხევაში გასცემს კონსულტაციებს ავტორიზებული პირებისთვის.  ამზადებს მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებების რეგისტრაციისთვის ავტორიზებულ პირთა სწავლებისათვის საჭირო მასალებს. 2013 წლიდან არის მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეგისტრაციებთან დაკავშირებულ საკითხებში სერტიფიცირებული ტრენერი.

ხელმისაწვდომობის მენიუ