ინგა სარჯველაძე
ინგა სარჯველაძე
საჯარო მმართველობა, რეაბილიტაცია და ზრდასრულთა განათლება
საჯარო მმართველობის დოქტორანტი (ზრდასრულთა განათლების მიმართულებით) და სერტიფიცირებული სოციალური მუშაკი. იგი ფლობს 22 წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას ზრდასრულთა განათლების, ტრენინგ პროგრამების დიზაინისა და ეფექტიანი განხორციელების საკითხებში. ამავდროულად, მას აქვს 10-წლიანი გამოცდილება სასწავლო ცენტრებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის კუთხით.
2013 წლიდან მისი კვლევითი და პრაქტიკული ინტერესები ფართოვდება სისხლის სამართლის სფეროში, პენიტენციურ სისტემაში, მათ შორის საქმიანობა მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებასა და სისტემურ დანერგვაში.
მისი სპეციალიზებული სამუშაო სფეროები და პედაგოგიური ინტერესები მოიცავს შემდეგ თემებს: ქალთა მიმართ ძალადობა, ადიქტოლოგია, მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება, პიროვნული და პროფესიული განვითარების საკითხები.
