სამშენებლო სამართლის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის სამშენებლო სამართლის თემაზე ტრენინგი ჩატარდა.

სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

სამშენებლო სამართლის სისტემა
კერძო სამშენებლო სამართალი
ადმინისტრაციული წარმოება ქალაქმშენებლობითი გეგმების შემუშავების თაობაზე
გენერალური გეგმა
განაშენიანების გეგმა
სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოება
სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე.

კურსს უძღვებოდა ტრენერი კობა ყალიჩავა.

ხელმისაწვდომობის მენიუ