იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სამუშაო შეხვედრა გამართა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, ცენტრის გასული წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა.
შეხვედრაზე იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, წარადგინა ინფორმაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები მერაბ ტურავა, ბექა ძამაშვილი და ლანა მორგოშია, ასევე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დეპარტამენტების უფროსები და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და მათ ცენტრის დაარსების საიუბილეო თარიღი მიულოცა.
