აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისათვის ხელოვნური ინტელექტის (AI) თემაზე ტრენინგი ჩატარდა
იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისათვის ხელოვნური ინტელექტის (AI) თემაზე ტრენინგი ჩატარდა.
სწავლების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
• AI-ს ძირითადი ტიპები და მათი ზოგადი მახასიათებლები;
• AI-ს პოტენციური გამოყენება და პერსპექტივები საქართველოს კონტექსტში, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით;
• ხელოვნური ინტელექტის როლი საჯარო მმართველობისთვის;
• AI ინსტრუმენტები ტექსტთან მუშაობის, მონაცემთა ორგანიზების, იდეების გენერირების და ვიზუალური კონტენტის შექმნისთვის.
კურსს უძღვებოდა ტრენერი ზაზა ცოტნიაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის პროგრამების ხელმძღვანელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი; საქართველოს პარლამენტის განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
