მემორანდუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

მემორანდუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია განათლებისა და სამეცნიერო მიმართულებებით, მათ შორის საგრანტო პროექტების ფარგლებში, ახალგაზრდა თაობებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიცემა და სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან, ხელი შეუწყონ: სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, აგრეთვე ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაგეგმვას შემდეგი მიმართულებით: 
  • • ბიზნეს/მენეჯმენტი და ადმინისტრირება;
  • • სამართალი;
  • • სოციალურ მეცნიერებები;
  • • ინფორმატიკა;
  • • ჰუმანიტარული.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა და მეორე მხრივ სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა.

ხელმისაწვდომობის მენიუ