3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო დღეა
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო დღეა, რომელიც გაეროს ინიციატივით 1992 წლიდან აღინიშნება
საქართველო კონვენციას 2014 წელს შეუერთდა.
კონვენციის მიხედვით, შეზღუდულ შესაძლებლობას განაპირობებს პირის ჯანმრთელობის გრძელვადიან დარღვევებთან ერთად სხვადასხვა დაბრკოლებები. ამ ორი ფაქტორის ურთიერთქმედება ზღუდავს პირის სრულ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვებთან თანასწორად.
