ᲡᲐᲐᲙᲐᲫᲘᲡ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲑᲐᲖᲐ
სააკაძის სასწავლო ბაზა - სააკაძის სასწავლო ბაზა რეგიონის მასშტაბით უნიკალურია, ერთ სივრცეში თავმოყრილი სხვადასხვა საშუალებით. ადგილზე შესაძლებელია უნივერსალური და სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების განხორციელება.
სააკაძის სასწავლო ბაზა ემსახურება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს.
ბაზაზე მოწყობილია სასროლეთი, ავტოდრომი, აუდიტორიები, სპორტული მოედნები, საკონფერენციო სივრცეები, სამუშაო ოთახები, სპორტული დარბაზი, სარბენი ბილიკები, სიმულაციური სწავლების ცენტრი, სასწავლო სასამართლო დარბაზი, სასწავლო ციხის საკნები, სამედიცინო პუნქტი, სასტუმრო ნომრები, სასადილო და სხვა საჭირო სივრცეები.
