ᲧᲕᲐᲠᲚᲘᲡ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲪᲔᲜᲢᲠᲘ
ყვარლის სასწავლო ცენტრი წარმოადგენს სასწავლო და სამუშაო დანიშნულების თანამედროვე სტანდარტებისა და კომფორტული ინფრასტრუქტურის მქონე კომპლექსს, რომელიც სტუმრებს სთავაზობს სატრენინგო მომსახურებას.
გარდა სატრენინგო მომსახურებისა, ყვარლის სასწავლო ცენტრი სტუმრებს სთავაზობს პროფესიული სამუშაო შეხვედრების ორგანიზებასა და მაღალი კლასის სასტუმრო ოთახებს, ჯამში 35 სასტუმრო ოთახს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის. ამასთან, ცენტრის სივრცე და სპეციალური შეთავაზებები სტუმრებს საშუალებას აძლევს სწავლება/მუშაობასთან ერთად დაისვენონ და განიტვირთონ, - რაც საერთო ჯამში, ქმნის ეფექტური სწავლებისა და დასვენების სრულფასოვან გარემოს.
