თამარ კელენჯერიძე
თამარ კელენჯერიძე
თამარ კელენჯერიძე არის ორგანიზაციული ფსიქოლოგი და HR კონსულტანტი. ფლობს მაგისტრის ხარისხს როგორც კლინიკურ ფსიქოლოგიაში (ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტი), ასევე შრომისა და ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში (WOP-P Erasmus Joint Master Program – University of Valencia & University of Coimbra). არის Lego® Serious Play® მეთოდოლოგიის სერტიფიცირებული ფასილიტატორი, ფლობს “გეიმიფიკაციის” (Wharton School Online & University of Rotterdam) და “ტრანზაქციული ანალიზი 101” (The Berne Institute) საერთაშორისო სერტიფიკატებს.
ტრენინგების და განვითარების 15-წლიანი გამოცდილებით, იგი უძღვება ტრენინგებს კომპეტენციების იდენტიფიცირებისა და მართვის, ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციისა და „რბილი უნარების“ განვითარების მიმართულებით. თამარი აქტიურად თანამშრომლობს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორთან და მხარს უჭერს ორგანიზაციებს სტრატეგიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში.
