ირინე ბრეგვაძე
ირინე ბრეგვაძე
ირინე ბრეგვაძე არის ფსიქოლოგი, ორგანიზაციული განვითარების ექსპერტი. სს სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების მენეჯერი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ორგანიზაციული ფსიქოლოგიის“ დოქტორანტი. ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერთიფიცირებული ქოუჩი. 1999 წლიდან ატარებს ტრენინგებს და კონსულტაციებს პიროვნული განვითარებისა და ორგანიზაციული მართვის საკითხებზე. 2011 წლიდან ატარებს ტრენინგებს და კონსულტაციებს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: VTB ბანკი, საქართველოს ბანკი, UNDP. სხვადასხვა უნივერსიტეტებში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, GIPA), ასწავლის მენეჯმენტის, ორგანიზაციული ქცევისა და კომუნიკაციის კურსებს. სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვევით ატარებს ტრენინგებს: ,,ლიდერობა და მართვა“ ,,ორგანიზაციული განვითარება და შეფასება“, ,,ცვლილებების მართვა“, ,,კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარები“, ,,ადამიანური რესურსების მართვა“.
