ტრენინგი თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები“
9 ნოემბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები“.
ტრენინგში მონაწილეობა სსიპ - იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა მიიღეს.
ტრენინგის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ თემებს, როგორებიცაა:
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული მიდგომები (სამედიცინო, საქველმოქმედო, სოციალური)
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული ბარიერები (დამოკიდებულებითი, ინსტიტუციური და გარემო ბარიერები)
• გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
• საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული დისკრიმინაციის ტიპები და სახეები, ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები
კურსს უძღვებოდნენ ტრენერები მარიკო კობახიძე - სამართლის დოქტორი, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი და ნინო ქაშაკაშვილი - იუსტიციის სასწავლო ცენტრის იურიდიული ტრენინგების დეპარტამენტის უფროსი.
