ტრენინგი თემაზე „საგადასახადო სამართალი“

ტრენინგი თემაზე „საგადასახადო სამართალი“

12-13 ნოემბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „საგადასახადო სამართალი“.

12-13 ნოემბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „საგადასახადო სამართალი“.
ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციამ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების საგადასახადო აღრიცხვა და მასთან დაკავშირებული სხვა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება; აღნიშნული, თავის მხრივ, საგადასახადო და მასთან დაკავშირებული შესაბამის აღრიცხვის წესის წარმოებასაც შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ თემებს, როგორებიცაა:
• საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა;
• ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი;
• მოგების და საშემოსავლო გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის წესი;
• დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი;
• საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა;
• საგადასახადო კონტროლი;
• საგადასახადო პასუხისმგებლობა და დავა.
კურსს უძღვებოდა ტრენერი იონა (ირაკლი) კიზირია

ხელმისაწვდომობის მენიუ