ტრენერთა ტრენინგი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის მოქმედი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა პროფესიული კომპეტენციების განვითარება ტრენინგის დაგეგმვისა და ჩატარების მიმართულებით. ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო სწავლების დაგეგმვის პრინციპები, ტრენინგის ჩატარების სტანდარტები და ინტერაქციული მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს ჯგუფში ჩართულობის, კომუნიკაციისა და ეფექტიანი სწავლების პროცესის გაძლიერებას.
მონაწილეებს მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები დაეხმარებათ, მომავალში თავადაც შეძლონ მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროცესების წარმართვა.
