აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისათვის ხელოვნური ინტელექტის (AI) თემაზე ტრენინგი ჩატარდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისათვის ხელოვნური ინტელექტის (AI) თემაზე ტრენინგი ჩატარდა. 

სწავლების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

•    AI-ს ძირითადი ტიპები და მათი ზოგადი მახასიათებლები;
•    AI-ს პოტენციური გამოყენება და პერსპექტივები საქართველოს კონტექსტში, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით;
•    ხელოვნური ინტელექტის როლი საჯარო მმართველობისთვის;
•    AI ინსტრუმენტები ტექსტთან მუშაობის, მონაცემთა ორგანიზების, იდეების გენერირების და ვიზუალური კონტენტის შექმნისთვის.

კურსს უძღვებოდა ტრენერი ზაზა ცოტნიაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის პროგრამების ხელმძღვანელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი; საქართველოს პარლამენტის განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

ხელმისაწვდომობის მენიუ